"XXI საუკუნეში მათემატიკის სწავლება ისტის გარეშე წარმოუდგენელია. მისი გამოყენება ფართო შესაძლებლობებს ხსნის, ორგანულად ავსებს და ნათლად წარმოაჩენს მათემატიკის შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მათემატიკისადმი დამოკიდებულებას, მნიშვნელოვანი ფაქტორია ინტელექტუალური და
ემოციური განვითარებისთვის, აძლევს სტიმულს შემეცნებითი და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, უძლიერებს მოსწავლეებს მოტოივაციას.
ნებისმიერი დამსაქმებელი მათემატიკური ცოდნის გარდა ითხოვს ამ ცოდნის ინტეგრირებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ისგ განსაზღვრავს მოსწავლის გონებრივ და ფიზიკურ უნარჩვევებისა და ღირებულებების იმ ერთობლიობას, რომლებიც საჭიროა თანამედროვე საზოგადოებაში კონკურენტუნარიანი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად:
მათემატიკური შინაარსის გრაფიკული გამოსახულებებისა და ტექსტის შექმნა - ალგებრული გამოსახულებებისა და გეომეტრიაში გამოყენებული სხვადასხვა აღნიშვნების ჩაწერა ტექსტურ რედაქტორის გამოყენებით. დიაგრამების, გრაფიკების, ცხრილებისა და გეომეტრიული ნახაზების აგება სპეციალური გრაფიკული რედაქტორების გამოყენებით.
ელექტრონული ცხრილების გამოყენება - მონაცემთა წარმოდგენა, დამუშავება და ანალიზი.
დინამიური, ვირტუალური სიმულაციების გამოყენება მათემატიკური შინაარსის ამოცანების ამოხსნისას.
კალკულატორების გამოყენება გამოთვლების შესრულებისას ზომის ერთეულების ონლაინ - კონვერტორების გამოყენება."
დაგვევალა შეგვედგინა ონლაინ კითხვარი Google Forms ფორმატში, როგორც ქვიზი.
შევადგინე სადიაგნოსტიკო ტესტი მათემატიკაში

No comments:
Post a Comment