შევქმენი შეფასების რუბრიკა- მათემატიკის საკლასო დავალების შეფასების რუბრიკა
CATEGORY | 10-9 ქულა | 8-7 ქულა | 6-5 ქულა | 4-1 ქულა |
მათემატიკური ცნებების ტერმინების ცოდნა | ყოველთვის იცის ცნებები, განმარტებები. მოჰყავს მაგალითები | ძირითადად აყალიბებს მათემატიკურ ცნებებს, მოჰყავს ფორმულები და მაგალითები | არასრულყოფილად აყალიბებს მათემატიკურ ცნებებს. უჭირს მაგალითებისა და ფორმულების დასახელება | დახმარების გარეშე ვერ აყალიბებს მათემატიკურ ცნებებს, ვერ მოჰყავს მაგალითები |
ცოდნის გამოყენება | ყოველთვის პოულობს ამოცანის ამოხსნის გზას, იშვიათად უშვებს შეცდომებს (9ქ); იყენებს ცოდნას | ძირითადად პოულობს ამოცანისადმი ამოხსნის გზას, მაგრამ ხარვეზებით | არასრულყოფილად პოულობს ამოცანის ამოხსნის გზას. ვერ ასრულებს მას | დახმარების გარეშე ვერ პოულობს ამოცანის რომელიმე გზას, ვერ მიდის ცოდნის გამოყენებამდე |
კავშირი მათემატიკურ გამოსახულებებს და ამოცანებს შორის | ყოველთვის ამყარებს კავშირს სხვადასხვა ამოცანებსა და გამოსახულებებს შორის; იშვიათად უშვებს შეცდომებს (9ქ); შედეგი მიღწეულია | ძირითადად ამყარებს კავშირს სხვადასხვა ამოცანებსა და გამოსახულებებს შორის | არასრულყოფილად ამყარებს კავშირს სხვადასხვა ამოცანებსა და გამოსახულებებს შორის | დახმარების გარეშე ვერ ამყარებს კავშირს მათემატიკურ გამოსახულებებსა და ამოცანებს შორის |
გამოთვლები | გამოთვლები სწორია, თუმცა შეიცავს მექანიკურ შეცდომებს (9ქ); არჩეული და გამოყენებული აქვს გამოთვლების ოპტიმალური ხერხი | გამოთვლები მეტნაკლებად სწორია, თუმცა შეიცავს ტექნიკურ ხარვეზებს | არასრულყოფილად აკეთებს გამოთვლებს, შედეგი არასრულყოფილია | გამოთვლები არ მეტყველებს ამოცანის გაგებაზე. შედეგი არაადეკვატურია |
No comments:
Post a Comment