:)

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

Tuesday, June 1, 2021

N3 კვირა - ელეტრონული გამოკითხვა და ისტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

 ლექციაზე განვიხილეთ ელექტრონული გამოკითხვის ჩატარებისა და სხვადასხვა ტიპის  კითხვარების შედგენის პრინციპების მიმოხილვა; 

შევადგინე ონლაინ კითხვარი "რაოდენობრივი მონაცემების ანალიზის პერსპექტივა და სირთულეები" ( https://forms.gle/13EpCPLFVHjSqDgo8 ), რომელიც გამოვიყენე პედაგოგიური კვლევის საფუძვლებში პრაქტიკული დავალების შესრულებისას და გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემები დავამუშავე და გავაანალიზე ცენტრალური ტენდენცის საზომებით.

შევავსეთ ცხრილი ვიკში ჩვენი მოსაზრებებით სასკოლო

პროგრამებში ტექნოლოგიების ინტეგრირების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ

"

თანამედროვე ციფრულ სამყაროში ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენება სწავლის პროცესს შედარებით მარტივს ხდის, შედეგზე უფრო მეტად ორიენტირებულს, რაც  გამოწვეულია ადვილად ათვისებადი და მრავალმხრივად გააზრებისათვის შექმნილი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით. მასწავლებლები ტრადიციული სწავლების მეთოდებისა და მიდგომების ტყვეობაში არიან, მათ ნაკლებად სწამთ ტექნოლოგიებით სწავლების მიდგომა. აღნიშნული განპირობებულია მასწავლებლების დაბალი ციფრული კომპეტენციით და შესაბამისად ცდილობენ უარყონ ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა ან შეასრულონ უხარისხოდ.

"

No comments:

Post a Comment