:)

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

Tuesday, June 1, 2021

N2 კვირა - პანდემიური ონლაინ სწავლების გამოწვევები

გავეცანით რ.აფხაზავას სტატიას და ფორუმის მეშვეობოთ გავუზიარეთ ერთმანეთს, რა გამოწვევების წინაშე დადგა განათლების სისტემა ზოგადად, მთელ მსოფლიოში და კერძოდ საქართველოში პანდემიის დროს. თეზისების სახით გამოვყავით ის დებულებები, რამაც მიიქცია ჩვენი ყურადღება, რას ვეთანხმებით და რას არ ვეთანხმებით. 

"სტატიაში სწორადაა აღნიშნული, რომ საქართველოში არ არსებობდა დისტანციური სწავლების პრაქტიკა, და ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოხდა სწავლების

ახალი მეთოდის შეთავაზება, რის შემდეგაც მთელი რიგი პრობლემები გამოჩნდა, კერძოდ: ინტერნეტისა და კომპიუტერის ხელმიუწვდომლობა, მასწავლებლების დაბალი ციფრული კომპეტენცია. ავტორი სამინისტროს შესაშურ ოპერატიულობას უქებს და აღნიშნავს ,,ტელესკოლის“ აუცილებლობას იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, თუმცა იქვე აღნიშნავს რომ ამ პროექტის ამ კუთხით ეფექტურობა არავის გამოუკვლევია და სანდო მონაცემები არ არსებობს. დასაფიქრებელია სახელმწიფოს მობილიზება და ავტორისმიერი შეფასება „რაღაცნაირი ზრუნვა“. არ არსებობს ტელესკოლის რაიმე დავალებების ბანკი ან რაიმე სხვა მჭიდრო კავშირი სკოლასთან და ყველაფერი დასულია მოსწავლისა და მასწავლებლის კეთილ სურვილზე გამოიყენონ „ტელესკოლის“ რესურსი, სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი „ფეირის“ რეკლამას ან ტელემარკეტს ემსგავსება."

გვევალებოდა დავალების შესრულება, რაც მოიცავდა მოგვეძია საინტერესო მასალა (სტატია, ვიდეო და სხვ.) საგანგებო ვითარებაში ონლაინ სწავლებაზე უმაღლეს სასწავლებელში და მოგვემზადებინა მოკლე რეფერატი (მაქსიმუმ 200 სიტყვა).

"ევროპის უნივერსიტეტის ონლაინ სწავლების გამოცდილება 

 COVID-19-ის პანდემიამ განათლების გაციფრულების აუცილებლობა უფრო პრიორიტეტული გახადა და უნივერსიტეტებს ონლაინ სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და მიდგომების შემუშავება მოუხდა. აღნიშნული დოკუმენტი ევროპული უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის მაისის ბრძანებაა, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ითვალისწინებს, თუმცა პრაქტიკაში როგორ ხორციელდება ეს უკვე კვლევის საგანია. უნივერსიტეტი აქტიურად იყენებს Zoom.us-ს სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებისათვის, ხოლო Moodle პლატფორმაზე დაფუძნებულ Moodle.edu.ge ვებგვერდს სახელმძღვანელოების, სილაბუსებისა და სხვადსხვა დამატებითი მასალების გაზიარებისთვის, ასევე დისტანციურად სწავლებისა და შეფასების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებისათვის. ზემოთ აღნიშნული ელექტრონული პლატფორმებისთვის, მისი ყველა სახის მომხმარებლისთვის (დეკანატი, მენეჯერი, ლექტორი, სტუდენტი) გათვალისწინებულია ტრენინგებითა და ვიდეო ინსტრუქციები, რომლებშიც ნათლადაა განმარტებული დისტანციური ლექციისას მთელი რიგი ისტრუმენტების გამოყენების ასპექტები. აღნიშნული ინსტრუქციები იგზავნებება სტუდენტების პირად ფოსტაზე, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებით და ვიდეო ინსტრუქციები ხელმისაწვდომია Moodle.edu.ge-ზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს იმ სტუდენტების მოძიებასა და მონიტორინგს, რომელთაც არ აქვთ სათანადო ტექნიკური რესურსი ან ინტერნეტთან წვდომა სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვისათვის. აღნიშნული პრობლემის მქონე სტუდენტებისთვის უნივერსიტეტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინდივიდუალური მიდგომებითა და გეგმებით უზრუნველყოფს დასახული სწავლის შედეგების მიღწევას ან აძლევს საშუალებას მოხდეს სწავლის პერიოდის გახანგრძლივება. უნივერსიტეტი ვალდებულებას იღებს სტუდენტებს, რომელთაც არ აქვთ მუდმივი კავშირი ინტერნეტთან, სალექციო კურსის ჩანაწერი (ლექციის ჩაწერაზე საჭიროა ლექტორის თანხმობა) აუტვირთოს პლატფორმაზე და თუ სტუდენტს ლექციის ნახვის შემდეგ გაუჩნდება კითხვა „offline chat moodle“ ფუნქციით გაუგზავნონ კითხვები ლექტორს და პასუხებიც იქვე მიიღონ. 

 წყარო: ელ. სწავლების ხარ. უზრ. მექანიზმები და მიდგომები.pdf (eu.edu.ge)

No comments:

Post a Comment