ასევე, ავსახეთ ჩვენი მოსაზრებები ბლოგების სასწავლო მიზნით გამოყენების შესახებ ჩვენი სპაეციალიზაციის გათვალისწინებით.
"ბლოგი ჩვეულებრივ წარმოადგენს
ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ შექმნილ ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ბლოგების უმეტესობა შეიცავს კომენტარს ან ახალ ამბავს კონკრეტული თემის შესახებ; ზოგჯერ კი წარმოადგენს ონლაინ დღიურს. ტიპიური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ვებ-საიტების ლინკებს და სხვა თემასთან დაკავშირებულ მედიას. მკითხველების მიერ კომენტარების დატოვების საშუალება ინტერაქტიული ფორმატით ბევრი ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბლოგზე განვათავსებდი საინტერესო სტატიებს მათემატიკის შესახებ, სახალისო და ლოგიკურ ამოცანებს, მოსწავლეებს გავუზიარებდი სხვადასხვა სახის ელექტრონულ სასწავლო რესურსებს..."განვაახლე ადრე შექმნილი ჩემი ეს ბლოგი, რათა აქ ამესახა კურსის განმავლობაში გავლილი საკითხები.

No comments:
Post a Comment